საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა მათ განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ სრულად რეაბილიტირებული, ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლა 780 მოსწავლეზეა გათვლილი.
რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება.
კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის N166 საჯარო სკოლას, სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი და სხვა მოჭიდავეები ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ასევე, დისკრიმინაციის, ძალადობისა და ბულინგის მავნებლობაზე ესაუბრნენ.
წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ციფრულ ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს.
პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა.
რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე და ნათია ზედგინიძე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრის მოადგილემ სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა და ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები მათ პირადად გააცნო.
საქართველოს მასშტაბით მორიგი საჯარო სკოლის მშენებლობა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში დასრულდა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გახსნა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.