საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს დოქტორ ღასან ხალილს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში მიმდინარე პროექტები გააცნეს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საკონკურსო დოკუმენტაციის (მ.შ. განცხადების, საპროექტო განაცხადისა და სხვა მოთხოვნილი დანართების) მიღებას განახორციელებს ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ გააცნო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები.
ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორთან პიერ კლუეტთან და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლების მიმართულებით საფრანგეთთან პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები განიხილა.