სკოლის მასწავლებლობა თამარ კვინიკაძის ბავშვობის ოცნება იყო. მეორე კურსზე ოცნება აუხდა და უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხაშურის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდა. ამჟამად ქართულ ენას ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ქართულ გარემოსთან კიდევ უფრო მეტი შეხება ჰქონოდათ, საყვარელი სკოლები ერთმანეთთან დაამეგობრა.
სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება.
ნინო მჟავანაძე ნეიროგანვითარების ცენტრში სტაჟირების პერიოდში აქტიურად მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ინკლუზიური განათლება უპირველესად განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობას ნიშნავს, რაც შემდგომ არა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ კურსდამთავრებულებს პროფესიული პროგრამის, „სასტუმროს ოთახების მართვა“, წარმატებით დასრულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა 2022 წლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
ცნობილი ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. 100 წლის წინ მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავად იყო. პარალელურად, 1927 წლიდან განაგებდა თსუ ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან – მიკრობიოლოგიის კათედრებს. ამასთან, გიორგი ელიავას ინიციატივით, 1936 წლიდან დაარსდა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება გამოცხადდა და განისაზღვრა შესაბამისი პირობები.
24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს მეოთხედ აღინიშნება.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მასწავლებელი გავხდებოდი, მაგრამ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩემი ყოფნა“, – ამბობს ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ნოვრასტა მუსტაფაევი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლაში 3 წელია სახელმწიფო ენას ასწავლის.
ლანა მთიბელაშვილს ყოველთვის აინტერესებდა ის პროფესიები, რომლებიც ბავშვებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც სწორედ მათი სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი პროფესიის არჩევისას.
2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლისაა. პირველი საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 96 წლის იუბილეს ულოცავს.