საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონის, სალიბაურის სკოლა-პანსიონის ეკობანაკი 2017 წლის ივლის-სექტემბერში, რამდენიმე ნაკადად (თითოეულ ნაკადზე 150 მოსწავლე), 1500 მოსწავლეს უმასპინძლებს აღმოსავლეთ საქართველოდან. სალიბაურის ბანაკსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში ერთობლივად ახორციელებს კავშირთან მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა”.
ისევე, როგორც სხვა ბანაკებში, ეკობანაკში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან და მათთვისშედგენილი შემეცნებით-გასართობი აქტივობები ძირითადად ბუნებისდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას ემსახურება.
ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად დაათვალიერა.