ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული.
ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 15,000 მეზღვაურია. ყველაზე დაბალი რანგის მქონე ქართველი მეზღვაურის (ოფიცრის) და კაპიტნის თვიური ანაზღაურება შეადგენს, შესაბამისად, 3,000 აშშ დოლარსა და 14,000 აშშ დოლარს. საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარი შეაქვთ.
საზღვაო აკადემია სამომავლოდ გეგმავს დამატებითი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პერსპექტივის გაზრდასა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.