სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საზაფხულო სკოლების პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, ათასზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე, ბანაკში ახალგაზრდების მესამე ნაკადი გადის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულეს. მთავრობის წევრები მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მოგვიენებით ალექსანდრე ჯეჯელავამ და ლევან იზორიამ მოზარდებთან ერთად ისადილეს. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
ბანაკში ერთკვირიანი პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას ეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ქართველი სამხედროები მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებსაც აცნობენ. გარდა ამისა, პროგრამა არაერთ შემეცნებით და სახალისო თემებს მოიცავს სხვადასხვა სფეროში.
საზაფხულო სკოლების პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთად ახორციელებს.