გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ორგანიზაცია „სენიორ ექსპერტების სამსახურის“ (SES) წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში ერთობლივი პროექტის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგთა საჭიროებების დადგენას ითვალისწინებდა.
პროექტის ფარგლებში, გერმანელმა ექსპერტებმა ტურიზმის პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა საჭიროებები შეისწავლეს დუალური სწავლების დანერგვის მიმართულებით და განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ანგარიში მოამზადეს. გარდა ამისა, ექსპერტებმა თბილისისა და რეგიონების პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის ტურიზმის მიმართულებით მასტერკლასები ჩაატარეს. პროცესში საქართველოს 12 პროფესიული კოლეჯი იყო ჩართული.
შემაჯამებელ შეხვედრა საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი