საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კორეის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ინ ჰანს შეხვდა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია კორეის გამოცდილების გაზიარება განათლების ყველა საფეხურზე და მეცნიერების მიმართულებით, პირდაპირი კავშირის დამყარება ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს შორის, ასევე მისასლმებელია თუ განხორციელდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, მკვლევარებისა და სტუდენტთა გაცვლა.
მხარეები ასევე შეეხნენ მომავალი წლისთვის კორეაში საქართველოს კვირეულის მოწყობის საკითხს, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.