„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „ინკლუზიური განათლება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ გაიმართა. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის, სწავლებისა და კვლევის საკითხებს, ასევე სსსმ სტუდენტთა ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გახსნა. კონფერენციის მუშაობაში ასევე ჩართული იყო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.