საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა საგნის პედაგოგების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა, მათი მოტივაციის ამაღლება და სპორტის პოპულარიზაცია. კვირეულში მონაწილეობა 120-ზე მეტი სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგმა მიიღო.
სპორტული კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონის გუნდები ერთმანეთს ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ნარდში, ხელბურთსა და ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში გლდანი-ნაძალადევის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებისგან შემდგარმა გუნდმა გაიმარჯვა.
"სპორტული კვირეული - 2017"-ის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ნარდის ასოციაცია.