მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017-ის გამარჯვებული გახდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა. მას ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიიაზე, ფინალურ ეტაპზე გასული დანარჩენი 4 მონაწილეც დასაჩუქრდა.
მასწავლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები:
1.ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
2.ნათია ფურცელაძე - ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
3.ნინო აბულაძე - ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
4.ვლადიმერ აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი.
5.თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენმიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული განათლებისა და კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმშეარჩია.