საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ახალი ფორმატით შეიმუშავა 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის პროექტები.
ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტები. დოკუმენტის შემუშავებისას გაიმართა არაერთი კონსულტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, პრაქტიკოსებმა, კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://mes.gov.ge/s/DEOEQ
შენიშვნები და მოსაზრებები მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pr@mes.gov.ge