პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „პროფესიები მომავლისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა გაიმათა, სადაც ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.
ღონისძიების დასასრულს, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.