მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა მართავს თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს. აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით ყოველ წელს ტარდება 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა. ესენია:
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს სასტუმრო რუმს თბილისში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებს. შეხვედრას თავმჯდომარეობას უწევდნენ ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და დანიელ ჰაასი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი თემები,
როგორიცაა საგარეო დახმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მიღწევები
და გამოწვევები განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა
და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული
განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიები და
სხვა მასთან ასოცირებული საკითხები.