ლუკა ლომთაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის მესამეკურსის სტუდენტია. ლუკა პირველია ამ უნივერსიტეტიდან ვინც Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებასგაივლის. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან 300 საუკეთესო სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულშიმენლო პარკში, სილიკონ ველზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. „Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდიდასახულ მიზანს“, აცხადებს ლუკა.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსისტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ლუკა, რომელმაც კალიფორნიაში ჩასვლიდანმალევე გადაწყვიტა ფეისბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება და რთული შესარჩევი ეტაპიც წარმატებით დაძლია.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატებისშესანიშნავი მაგალითია. „ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამმიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა დატექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობითმიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.