შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთა მონაწილეობით, დიალოგი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისარგებლონ სოციალური მომსახურებებით. დიალოგი ასევე გულისხმობდა კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დიალოგში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.
როგორც ცნობილია, საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და ვალდებულება აიღო დაეცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა ძირითადი უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის უფლებები.
საქართველოს მთავრობა,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და
გაეროს ბავშვთა ფონდი წარმატებით თანამშრომლობენ კონვენციის განხორციელების და შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეროვნული
პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების მიზნით.