განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, შედეგები და შემდეგი ნაბიჯები“ გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განახლებას და მათ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებთან (ESG 2015) შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, რეფორმა გულისხმობს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.
კონფერენციაზე განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად.