საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს დაესწრნენ.
45-ე საჯარო სკოლის მაგალითზე, მიხეილ ჩხენკელი და დაგლას ჰ. ბოლი გაეცნენ თუ როგორ იყენებენ მასწავლებლები G-PriEd-ის ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში, რა ინოვაციურ მეთოდებს მიმართავენ, რამდენად მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებსა და თვალსაჩინოებებს იყენებენ სასწავლო პროცესში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილები მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში 6,5 წლიანი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) განხორციელდა, რომელშიც ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი და 585 დირექტორი გადამზადდა.
G-PriEd-მა,
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე შექმნა
რესურსების ინტერნეტ პორტალი
www.kargiskola.ge,
სადაც განთავსებულია პროექტის ფარგლებში შექმნილი დამატებითი
სასწავლო მრავალფეროვანი რესურსი
სკოლის დირექტორებისთვის,
მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა
და მათი მშობლებისთვის. არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა,
მოსწავლეებმა და მშობლებმა
მეთოდური დაა სასწავლო
რესურსები მიიღეს მშობლიურ
ენაზე.