25.12.2017
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმის მიზანია სკოლებსა და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
ასოციაცია ორმოც სკოლასთან თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და წყალტუბოდან მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებს საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის, რაც გულისხმობს:
- ახლებურად
გააზრებული სასწავლო-
შემოქმედებითი გარემოს
ფორმირების ხელშეწყობას;
- საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის
ორმხრივად ურთიერთგაცვლას; მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის
მოსწავლეებისათვის
პროფესიული ორიენტაციისათვის
საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის
მიწოდებას;
- ერთობლივი
სასწავლო და საგანმანათლებლო
პროექტების
შემუშავებასა
და განხორციელებას;
მეცნიერული კვლევებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას;
- მოსწავლეთათვის
სტუდენტებთან კოოპერაციის ფორმატში კონკურსების, ოლიმპიადების, გამოფენების,
ინტელექტუალური თამაშების, პრეზენტაციების,
მრგვალი მაგიდისა და სემინარების გამართვას;
- სკოლის მოსწავლეებისათვის „ნორჩ პროგრამისტთა“, „მომავალ დიპლომატთა“, „დებატების“ კლუბების, „საყმაწვილო ტელევიზიისა“ და „ლიდერთა
სკოლის“ ჩამოყალიბებას,
მათი
საქმიანობის
კოორდინირებას;
- „საზაფხულო სკოლების“
მუშაობაში
მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფას;
- სტუდენტთა და მოსწავლეთა თვითმმართველობის
ორგანოების თანამშრომლობას.