განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონს შეხვდა.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, მსოფლიო ბანკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას განათლების სექტორის რეფორმირების პროცესში.
შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ახალი პარტნიორობის ჩარჩო დოკუმენტში განათლების სფეროში შესატან ისეთ საკვანძო მიმართულებაზე, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაფინანსების თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული მოდელის შემუშავება.
მერსი ტემბონმა დადებითად შეაფასა მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „ევრიკა“, რომელიც სასკოლო პროცესში უმაღლესი რანგის პროფესორებისა და მეცნიერების ჩართულობას ითვალისწინებს და ამ ინიციატივის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.