საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 15 საპილოტე სკოლის 29 პედაგოგი ესტონეთში, ოფიციალურ სასწავლო ტურნეში იმყოფებოდა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ესტონური გამოცდილების გაზიარებას, ახალი ცოდნის მიღებასა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.
სასწავლო ტურნეს ფარგლებში, პედაგოგები გაეცნენ სწავლა - სწავლების დაგეგმვის პროცესს, IT ტექნოლოგიების საგნობრივ კონტექსტში გამოყენებისა და რესურსების მიზნობრივად შერჩევის ხერხებს.