საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აგრძელებს შეხვედრების ციკლს „მოვუსმინოთ მოსწავლეებს”. ამჯერად მინისტრი კასპის პირველი და მესამე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა.
მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბულინგზე, პედაგოგებთან და მშობლებთან დამოკიდებულებაზე, სასკოლო პროგრამებზე, გამოცდებზე. მოსწავლეებმა მინისტრს პრობლემების მოგვარების თავიანთი ხედვებიც გაუზიარეს.
მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდების მხრიდან დასმულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და მათ იმ სიახლეებზეც მიაწოდა მოკლე ინფორმაცია თუ, რა კეთდება სამინისტროს მხრიდან სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად და სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.