საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებს შეხვდა.
გრანტიორებთან შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება.
ღონისძიებას მეცნიერების გარდა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.
საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ემსახურება ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას.