საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა შედგა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნის პროფესიული განათლების სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას.
შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაზე სოციალურმა პარტნიორებმა, კერძო და საჯარო კოლეჯების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განიხილეს კანონპროეტის ძირითადი პრინციპები და მიდგომები, იმსჯელეს კანონის მიღების შემდეგ მისი დანერგვის გზებზე, ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.