საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლის თავს ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ მიიღო.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების, უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების გენერალური დირექციის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.