საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მოხდეს მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, რათა წარმოდგენა შეექმნათ ყველა იმ მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელიც თან სდევს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებს, იცოდნენ იმ მოქმედებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების დროს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.