დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს ქართული ენა - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობს პროგრამა 1+4, მოსამზადებელი განყოფილების არაქართულენოვანმა სტუდენტებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. ჟიურიმ მათგან 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი შეარჩია. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა ჩართულობა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა მათგანმა იგრძნოს თავი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ, რაც აუცილებელია მათი მოტივაციის ასამაღლებლად და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.