საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებული ღია კარის დღე გაიმართა.
ტექნიკური გადამზადების ცენტრი დაინტერესებულ პირებს მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის, სამრეწველო ავტომატიზაციისა და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის მოდულურ პროგრამებს სთავაზობს.
ღია კარის დღეზე, დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს შეთავაზებული პროგრამების შესახებ, ასევე თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს.
საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო-ს მიერ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი პროფესიული პროგრამები შესაბამისობაშია გერმანულ სტანდარტებთან და პროგრამებთან, სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. წარმატებული კურსდამთავრებულები პროფესიულ დიპლომთან ერთად შესაბამის გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ.