საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ ბელარუსიის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან, ბელარუსიის რესპუბლიკური ინსტიტუტის პროფესიული განათლების რექტორთან და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილგანწყობილ და მეგობრულ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ინიცირებაზე იმსჯელეს.