ახალქალაქის სოფელ კარტიკამის 300-ზე მეტი მოსწავლე დღეიდან უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლში აგრძელებს სწავლას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული შენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო„-ს მიერ, უკვე განხორციელდა 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, აქედან 6 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ამჟამად 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2018 წლის ზაფხულში კიდევ 30-33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.
სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება. 2016-2019 წლებში საქართველოს რეგიონებში 90 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ხორციელდება. საქმიანობის საერთო ბიუჯეტი 54 მილიონ დოლარს შეადგენს.