საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - ,,ოლიმპიზმი''- დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. საგანმანათლებლო პროექტში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებში, თბილისის 18 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლეა ჩართული.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას სხვადასხვა თაობის ქართველი ოლიმპიელები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.