ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის ნავთობისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც რექტორს, მუსტაფა ბაბანლის, და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
მინისტრმა მასპინძლებს საქართველოს უმაღლეს განათლებაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები გააცნო. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.