საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური დახმარების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს.
კონფერენციაზე „ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების სექტორის გაძლიერებისთვის“ განიხილეს ის გაწეული სამუშაოები და ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სააგენტოებში 2015-2018 წლებში წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით წარმატებით განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სააგენტოებს (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ტექნიკური დახმარება გაეწია შემდეგ კომპონენტებში:
• საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში;
• პროფესიული განათლების ხარისხის და იმიჯის გაუმჯობესება;
• სწავლა სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულთა სწავლების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა.
პროექტის „პროფესიული განთლება ეკონომიკის გაძლიერებისთვის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაა.