საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, "ევროპის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო სტენდი მოინახულა.
პროფესიული განათლების სტენდით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ჰქონდა შესაძლებლობა ინფორმაცია მიეღო იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის მხარდაჭერით პროფესიულ განათლებაში ხორციელდება.
ღონისძიების მიზანია, ევროპის დღის აღსანიშნავად შეკრებილმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია, რა კეთდება საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისა და ამ სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით.