პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისს, 18:00 საათზე დამთავრდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) . ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ შესაბამისი მისამართი ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.
გაითვალისწინეთ, მოსწავლის და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს.
გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას.
ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
სინქრონი: ეკა ხუციშვილი - ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფროსი