მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურის (SES) მხარდაჭერით, მშენებლობის მიმართულებით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების გადამზადება დაიწყო. დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ მთელი საქართველოს მაშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდება.
პროფესიული განათლების მასწავლებლები გაეცნობიან იმ უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს, რომლებიც გამოიყენება მშენებლობის სპეცილობების შესწავლისათვის. ხარისხანი გაკვეთილის ჩატარება არის მთავარი კომპონენტი და ტრენინგის თემატიკა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი ორი წელია გერმანელი ექსპერტების მიერ პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგებს უწევს კოორდინაციას. პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები გაგრძელდება. მაისის ბოლოს დაიწყება ტურიზმის მიმართულების მასწავლებლების გადამზადება.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ადგილობრივი და გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ, გერმანიაში პროფესიული განათლების მასწავლებლების სასწავლო ვიზიტები განხორციელდეს.