საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიულ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო. ფორუმზე 20-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობა გლდანის მოსახლეობის 500-მდე სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.
დასაქმების ფორუმზე მისულ დაინტერესებულ პირებს, საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ შრომის ბაზარზე აქტიური 2000-მდე ვაკანსიის შესახებ. ასევე, ყველა იმ პროგრამის და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
მსგავსი ფორუმი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ ტარდება და მომავალში თბილისის ყველა რაიონს მოიცავს.