საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ახალ მოადგილეს, ტუია ალტანგერელს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ, სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია. UNDP-ის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ განათლების ყველა საფეხურზე რეფორმის პროცესში, განსაკუთრებით კი, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.
შეხვედრაზე, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს მიმდინარე პროექტები და მათი შემდგომი გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.