ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“, სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო - ინფო-ტური, სტუდენტური ნამუშევრებისა და კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამების გამოფენა, ასევე გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო პროექტები პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებთან“. კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი საერთაშორისო პროქტები განიხილეს და რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ.
საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. მთავრობის ხელმძღვანელი, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი, აჭარის ა.რ. სხვა სამინისტროების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები.
კოლეჯში „ახალი ტალღა“, კვალიფიციური პედაგოგები, 50-მდე პროფესიაში ამზადებენ სპეციალისტებს ბიზნეს ადმინისტრირების, განათლების, ინჟინერიის, ხელოვნების, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით.