ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ისრაელის ინოვაციების ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტს, დანი ბირანს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ისრაელს შორის კვლევით სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მეცნიერებასა და კვლევას კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, რაშიც დიდ როლს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეასრულებს. ქვეყნებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კი, საქართველოსა და ისრაელს შორის პოზიტიური ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიხეილ ჩხენკელი და ბანი ბირანი შეთანხმდნენ, დაიწყოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც შესაძლებელს გახდის ერთობლივი კვლევების წარმოებას. ამ პროცესში კი აქტიურად ჩაერთვება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.