პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სტუმრად მყოფ ისანი-სამგორის რაიონის სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ამერიკელი მეწარმე, კორპორატიული სპიკერი, პროფესიონალი მრბოლელი და NASCAR-ის გუნდის მფლობელი, ჯენიფერ კობი შეხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის პროგრამების, სწავლის პროცესის, პროფესიული პროგრამების მრავალფეროვნებისა და კოლეჯის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ.
ამერიკელი პროფესიონალი ქალი მბრბოლელის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, თავის მაგალითზე, ხელი შეუწყოს სწორედ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი, ქალთა გაძლიერების, ლიდერობისა და მეწარმეობის სულისკვეთების გაღრმავებას.