ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან, კრისტინა რუსოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ჰორიზონტი 2020“ პოლიტიკის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს კვლევისა და ინოვაციის სისტემის მოდერნიზებისთვის განხორციელებული საექსპერტო სამუშაოს შეჯამებასა და საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებას.
აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს ევროკომისიის ექსპერტულ პოლიტიკურ მხარდაჭერას სამ თემატურ მიმართულებაზე:
• პერსპექტიული კვლევითი დარგების იდენტიფიცირებაში დახმარება;
• კვლევასა და ინდუსტრიას/ბიზნეს შორის კავშირების გამყარება;
• კვლევითი ერთეულებისთვის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემის შეთავაზება.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს „ჰორიზონტ 2020“ პროგრამაში ქართველი მეცნიერების უფრო მეტად ჩართვის შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე.