ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრთან, ჯერარდ ქროუქუელთან, და საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობათა ინსტიტუტის (IIEA) ხელმძღვანელთან, რორი ქუინთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას, როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით. ირლანდიურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და ირლანდიას შორის აკადემიური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა და მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.