ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - “Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakespeare’s Late Plays“ („შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ADOLF M. HAKKERT – PUBLISHER-ის გამომცემლობის მიერ ამსტერდამში, 2018 წელს დაიბეჭდა.
მონოგრაფია მკითხველს საშულებას აძლევს დაინახოს შინაარსობრივი კავშირი რუსთველის „ვეფხისტყაოსნსა“ და რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან. მასში წამოყენებულია ახალი თვალსაზრისი XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისური დრამატურგიის აღმოსავლურ მწერლობასთან კავშირის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.