საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე წარსადგენად, წრთვნები დაიწყეს. საქართველო 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.
ორკვირიან მომზადების კურსს გადის ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები, რომლის წევრებიც ჯონი გვაზავა (აბაშის №1 საჯარო სკოლა), ბაჩუკი დალაქიშვილი (“თამარიონი“), საბა ბირკაძე (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა) და ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა) ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, ქ. თეირანში გაიმართება.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი, სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.