საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ორმხრივ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებში უნგრელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კვოტა.
ორმხრივი თანამშრომლობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კვლევითი კავშირების გაღრმავებასა და სამეცნიერო ურთიერთობების გაფართოებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შეთახმებაზე.
შეთანხმების თანახმად, 2017-2020 წლებისთვის უნგრეთის მხარე 80 ქართველ სტუდენტს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. ასევე, სოციალურ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებებში, სპორტის და ხელოვნების სფეროებში.