საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ შედეგების განხილვა და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო, წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულების განახლებული კვალიფიკაციები და გაიმართა დისკუსია ამ კუთხით, დარგში არსებულ გამოწვევებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
პროექტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება და გულისხმობს, ფერმერებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით თანამედროვე სტანდარტის პროფესიონალების მომზადებას.