საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს. სულ ზაფხულის განმავლობაში, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება:
ახალგაზრდულ ბანაკებში, სახელმწიფო დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.
ბაკურიანსა და მანავში მდებარე ბანაკის მონაწილეები არიან მცირეკონტიგენტიანი სკოლების 11-18 წლის მოსწავლეები. ქუთაისში მდებარე ბანაკში 12-16 წლის მოზარდები გაემგზავრებიან. ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან 14-18 წლის ერთი წარმატებული მოსწავლე წავა. შაორის „მომავლის ბანაკში“ სტუდენტები დაისვენებენ, ხოლო საერთაშორისო ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი, მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით - კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.
პროექტში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა, უშუალო განმახორციელებელი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია.