საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის, ნუტრიციისა და მოსახლეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორს, ფადია სადააჰს შეხვდა.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გაღრმავდა პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
ფადია სადააჰმა და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებმა, მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის რეფორმირების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევის შესახებ, რომელზე მუშაობაც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ანგარიშში უმაღლესი განათლების დაფინანსების სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მოცემული რეკომენდაციები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, ქვეყნის პროდუქტიულობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში - ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, განათლების როლზე. შედეგად, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით, უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის პლატფორმა ჩამოყალიბდება, რომლის ფარგლებში, მხარეები იმსჯელებენ და ერთობლივად განსაზღვრავენ განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს სამოქმედო გეგმას.