საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან „World Vision-საქართველო და USAID - ის პროექტი ,,ზრდა“ საქართველოში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს -,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება“. პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების ხელძღვანელებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა.
პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID ,,ზრდა“ პროექტი და ორგანიზაცია World Vision-საქართველო 2017 წლიდან ახორციელებენ და მისი მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმის შემუშავება-აღიარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში.
პროექტის ფარგლებში, 2018 წლის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: მარნეული, მესტია, ზუგდიდი, ახალციხე, ბორჯომი, ბაღდათი, ქ. რუსთავი.